
საქართველოს სავაჭრო გარემო
საქართველოს ეკონომიკური მიმართულება საკმაოდ მკაფიოა: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდის მიხედვით, ქვეყნისთვის მაქსიმალურად პრიორიტეტულია რაც შეიძლება ღია და თავისუფალი სავაჭრო გარემო შესთავაზოს, როგორც შიდა მეწარმეებს, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს და ქვეყნებს.
მთავარი მიზანი საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ წრეებში ინტეგრირება, რეგიონში ორმხრივი და მრავალმხრივი ვაჭრობისა თუ სულაც მსოფლიო მასშტაბით თავისუფალი ვაჭრობის გენერირებაა. ეს გულისხმობს არსებული ტექნიკური ბარიერების შემცირებას, რომ საქართველოში წარმოებული როგორც პროდუქცია, ასევე სერვისი, ევროპული სტანდარტებს გაუტოლდეს.
ქვეყნის სავაჭრო კურსია საერთაშორისო ვაჭრობის შედეგების აქტიური ანალიზი, არსებული ხარვეზების გამოსწორება და ექსპორტის წახალისება. შესაბამისი ორგანოები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ DCFTA-ის (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება) იმპლემენტაციასთან დაკავშირებით ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით.
სავაჭრო სფეროთი, ექსპორტითა და იმპორტით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ოპერირებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომლის მოვალეობებშიც შედის:
-
ქვეყნის საგარეო სავაჭრო პოლიტიკის დამუშავება;
-
მთავრობებს შორის საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება, მოლაპარაკებების დაწყება, კოორდინაცია და მათი შესრულების მონიტორინგი;
-
საქართველოს სავაჭრო რეჟიმების განვითარების საკითხებზე მუშაობა;
-
ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბალანსის ანალიზისა და მისი გაუმჯობესების წინადადებების მომზადება;
-
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანალიზი, WTO-ს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა და შეტყობინების პროცედურების ჩატარება;
-
კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა და ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა;
-
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში მონაწილეობა;
-
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) განხორციელების კოორდინაცია სახელმწიფო სუბიექტებს შორის და თანამშრომლობა ევროკავშირის შესაბამის ორგანოებთან.
სწორედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნა მეწარმეობის განვითარების სააგენტო (Enterprise Georgia) 2014 წელს. Enterprise Georgia არის პირველი სამთავრობო ინსტიტუტი საქართველოში, რომელსაც აქვს მანდატი, ხელი შეუწყოს კერძო სექტორის (და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის) განვითარებას როგორც სხვადასხვა ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმების, ასევე ექსპორტის მხარდაჭერით. სააგენტო არის ახალი სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ნაწილი, რომელიც ინიცირებულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შიდა წარმოების წახალისებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.
პროექტის მიზანია:
-
დანერგოს სქემები, რომლებიც საშუალებას მისცემს ადგილობრივ საწარმოებს ადვილად წამოიწყონ და ეფექტურად აწარმოონ საქმიანობა;
-
წაახალისოს მაღალი სამეწარმეო კულტურა მცირე და საშუალო ბიზნესებს შორის ტრენინგებით, კონსულტაციებით, ბიზნეს კავშირების დამყარებითა და შეხამებით;
-
მისცეს მცირე და საშუალო ბიზნესების წვდომა ადგილობრივ თუ საერთაშორისოდ არსებულ ფინანსურ ინსტრუმენტებზე;
-
უზრუნველყოს მცირე და საშუალო ბიზნესის წვდომა დაფინანსებაზე სხვადასხვა სქემების მეშვეობით (საპროცენტო განაკვეთის დაფინანსება, გირაოს დაზღვევა, გრანტები და ა.შ.);
-
ხელი შეუწყოს ადგილობრივი წარმოების ტექნიკური დახმარების მექანიზმებს წარმოების პროცესში, ოპერაციების მართვაში და ბიზნეს ციკლის გაუმჯობესებაში;
-
განახორციელოს ქართული პროდუქციის საერთაშორისო პოპულარიზაცია მიზნობრივ ბაზრებზე: გამოფენა, სავაჭრო მისიები, ონლაინ მარკეტინგი, პროდუქციის საბოლოო ფორმის მიცემა;
-
დაეხმაროს ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს მიიღონ წვდომა ბიზნეს ცოდნის ბაზაზე (ბაზრის ანგარიშები, მიზნობრივი ბაზრების სახელმძღვანელოები).
პროდუქტის გამზადება:
ლიცენზია და ნებართვები
ძირითადად, საქართველოს ლიცენზიებისა და ნებართვების კანონის მიხედვით, საერთაშორისო ვაჭრობისას შეზღუდვები საკმაოდ უვნებელია, თუმცა არსებობს გამონაკლისები. სრული სიის სანახავად, მიყევით ბმულს “აწარმოე საქართველოს” ვებგვერდზე.
წარმოშობის სერთიფიკატები
საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიიდან საქონლის ექსპორტი და წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის No420 დადგენილებით.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის დროს, პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი არის EUR.1 მეღვინეობის პროდუქტებზე და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში წარმოებულ საქონელზე. წარმოშობის ამ სერტიფიკატს გასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური.
ყველა დანარჩენ შემთხვევაში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას, წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს როგორც სსიპ შემოსავლების სამსახური, ასევე საქართველოს სავაჭრო პალატა. იმ სიტუაციებში, როდესაც წარმოშობის სერტიფიკატი გაცემულია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, განაცხადები და სხვა არსებითი დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად.
ლოგისტიკა
სტრატეგიული მდებარეობისა და ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველო თამაშობს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლს როგორც აბრეშუმის გზის გამტარი წერტილი - იგი უზრუნველყოფს კარგად დამკვიდრებულ და საიმედო კარიბჭეს ცენტრალური აზიისა და ევროპის ქვეყნებს შორის ვაჭრობისთვის.
ევროპიდან აზიისკენ მიმავალი სამი ძირითადი გზიდან საქართველოს გავლით გზა ყველაზე გამძლე და უსაფრთხოა. გარდა ამისა, საქართველოს ასე თუ ისე სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური კლიმატის პირობებში, კავკასიური დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული ოპერატორებისთვის.
იმის გაცნობიერებით, რომ სუეცის არხმა მიაღწია მაქსიმალურ სიმძლავრეს, აშკარად არსებობს შესაძლებლობა გაიხსნას ჩრდილოეთ-სამხრეთის სახმელეთო ტრანსპორტი საქართველოს გავლით.
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის დანერგვა აზიასა და ევროპას დამაკავშირებელ ალტერნატიულ სარკინიგზო მარშრუტს შექმნის. TRACECA-ს სატრანსპორტო დერეფანთან ერთად, ის ხელს შეუწყობს ისტორიული აბრეშუმის გზის განვითარებას და გააძლიერებს საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას დამაკავშირებელი კონკურენტუნარიანი მარშრუტის პოზიციებს.
ლოგისტიკური ცენტრების განვითარება
ლოგისტიკური ცენტრების განვითარება ხელს შეუწყობს ლოგისტიკური სერვისების გაფართოებას საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დამატებული ღირებულების სერვისების გაფართოებას. ეს დროთა განმავლობაში გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს და წაახალისებს საექსპორტო აქტივობის უფრო დიდ მოცულობას.
სავაჭრო ხელშეკრულებები
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველო ცდილობს გააძლიეროს თავისი პოზიცია საერთაშორისო ეკონომიკურ წრეებში და უზრუნველყოს შემდგომი ურთიერთობები თავის სავაჭრო პარტნიორებთან მთელს მსოფლიოში. ეს მიიღწევა ორმხრივი, რეგიონული და მრავალმხრივი სავაჭრო ხელშეკრულებებით, ასევე შეღავათიანი და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების შემუშავებით. ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან ფართო და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების განხორციელებით, საქართველოს შეუძლია შეამციროს ვაჭრობის ტექნიკური ბარიერები და შეუსაბამოს საქართველოში წარმოებული საქონელი და მომსახურება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან.
საქართველოს საგარეო სავაჭრო პოლიტიკა
ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. ამ პოზიციის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ გაატარა რეფორმები როგორც სატარიფო პოლიტიკაში, ასევე ტექნიკურ რეგლამენტში. შედეგად, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგარეო სავაჭრო პოლიტიკა მსოფლიოში, მათ შორის საგარეო ვაჭრობის რეჟიმები და საბაჟო პროცედურები, დაბალი იმპორტის ტარიფები და მინიმალური არასატარიფო რეგულაციები.
სატარიფო პოლიტიკა იმპორტზე
საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური და კონკურენტუნარიანი სავაჭრო რეჟიმი მთელ მსოფლიოში. 2006 წლის 1 სექტემბრიდან და საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXVIII მუხლში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, იმპორტზე ტარიფები 16-დან 3-მდე (0%, 5% და 12%) შემცირდა. ამასთან, სეზონურ ტარიფებთან ერთად, გაუქმებულია ტარიფები იმპორტირებული საქონლის დაახლოებით 85%-ზე.
სატარიფო პოლიტიკა ექსპორტზე
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოდან ექსპორტი და რეექსპორტი თავისუფალია საბაჟო გადასახადისგან.
არაპირდაპირი გადასახადი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, დამატებული ღირებულების გადასახადისა და აქციზის განაკვეთები ერთნაირია როგორც ადგილობრივ, ასევე იმპორტირებულ საქონელზე.
ფინანსების მოპოვება
Enterprise Georgia-ს მისიაა ხელი შეუწყოს შიდა ექსპორტიორებს საზღვარგარეთ სხვადასხვა ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების მეშვეობით. EG ორგანიზებას და თანადაფინანსებას უწევს ქართველი მეწარმეების მონაწილეობას საერთაშორისო სავაჭრო ბაზრობებზე, გამოფენებსა და შოურუმებში. ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმები, (შოურუმების) თანადაფინასების მოდელები, კომპანიის საექსპორტო სამზადისები, კრედიტები, ლიზინგები, კრედიტის გარანტიის მექანიზმები, და პირობები დეტალურად შეგიძიათ იხილოთ “აწარმოე საქართველოს” ვებგვერდზე.
საერთაშორისო გამოფენები
ყოველწლიურად, ათასობით ასოციაცია აწარმოებს შოუებს მსოფლიოს მასშტაბით. კონკრეტული ინდუსტრიების სავაჭრო შოუებს აფინანსებენ სხვადასხვა ორგანიზაციები.
სავაჭრო შოუზე გამოფენა შესანიშნავი გზაა მომხმარებლების მოსაძებნად, რაც დაეხმარება თქვენს ბიზნესს განვითარებაში. გამოფენების ინდუსტრიის კვლევის ცენტრის (CEIR) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, შოუს დამსწრეთა 86% იყო გადაწყვეტილების მიმღები ან გავლენა იქონია შესყიდვის გადაწყვეტილებებზე. სავაჭრო შოუები ასევე არის გაყიდვების მიღების ეკონომიური გზა. CEIR-ის ცნობით, გაყიდვის დახურვა, რომელიც იწყება სავაჭრო გამოფენაზე კონტაქტით, შეადგენს იმ გაყიდვის დახურვის ღირებულების ნახევარს, რომელსაც არ ქონია საგამოფენო უპირატესობა.
და ბოლოს, სავაჭრო შოუები პოპულარულია და საკმაოდ ადვილია იპოვოთ ისეთი, რომელიც შეესაბამება თქვენს ინდუსტრიას და ერგება თქვენი კომპანიის საჭიროებებს. ამ ბმულზე იპოვნით Enterprise Georgia-ს მიეწ აწყობილ, მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენების სიას სხვადასხბვა სექტორის ოფიციალურ ვებსაიტებთან ერთად.
Enterprise Georgia-ში შემავალი პროექტების ძირითადი სექტორებია საკვები და სასმელი, ტანსაცმელი და ტყავი, პროფესიონალური სერვისები, ქიმიკატები და ფარმაცევტიკა, მძიმე მრეწველობა და სხვა ინდუსტრიები. მიმართულებების დეტალურად გასაცნობად, ეწვიეთ მათ ვებგვერდს.