ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

ექსპორტის ხელშეწყობა და განვითარება

“აწარმოე საქართველოში”-ს ექსპორტის დივიზია მიზნად ისახავს ქვეყნის ექსპორტის პოტენციალის ხელშეწყობას იმისათვის, რომ გაზარდოს საშინაო პროდუქციის საექსპორტო მოცულობა და ლოკალური პროდუქტების კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე.

 

ექსპორტის სტიმულირების პროგრამა

იმისათვის, რომ საქართველოს ექსპორტის პოტენციალი გაიზარდოს და ექსპორტისკენ ორიენტირებულ მცირე თუ პატარა ბიზნესებს მეტი შესაძლებლობები მიეცეთ, “აწარმოე საქართველოში” მოხმარებაში უშვებს ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამას. პროგრამის ფარგლებში შედის საექსპორტო კომპანიებთან ტექნიკური დახმარება, რაც გულისხმობს ბენეფიციარი კომპანიებისთვის საექსპორტო ბარიერების მოხსნას, საექსპორტო ბაზრის/პროდუქტების/სერვისების დივერსიფიკაციის ხელშესაწყობად ექსპორტის სტიმულირების მექანიზმების დანერგვას, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტებისა და სექტორების იდენტიფიკაციას და საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირებას.

იდენტიფიცირებული სექტორებია: საკვები, სასმელი, ტანსაცმელი, აქსესუარები, მოდა, ტყავი, განათება, სამშენებლო მასალები, ფარმაცევტიკა, არქტირექურა და დიზაინი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ბიზნეს კონსალტინგი.

 

პროგრამის კომპონენტები

  • პროდუქტის ლიცენზია და სერტიფიკაცია - საერთაშორისო სტანდარტის წარმოების აუდიტის შემეცნება. საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატის მოპოვება და ანტრეპრენერის მიერ შექმნილი პროდუქტის ლიცენზია. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრა 20,000 ლარით. (მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს)

  • ბრენდინგი - ბრენდის ფორმაციისა და განვითარების სტრატეგიის გაღრმავება და ბრენდბუქის მიხედვით რებრენდინგი და შეფუთვა. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრა 20,000 ლარით. (მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს)

  • საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირება - საერთაშორისო სავაჭრო ქსელში შესვლის ხელშეწყობა. ეს მოიცავს შესვლის საფასურს ან იმავე შინაარსის საფასურს მოცემულ სამიზნე ბაზრებზე დადგენილი ლიმიტების ფარგლებში: შუა აღმოსავლეთის ქვეყნები, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, იაპონია. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრა 10,000 ევროს ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. (მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს)

 

ექსპორტის ხელშეწყობა

  • საერთაშორისო გამოფენების ორგანიზება - B2B გამოფენების კოორდინაცია, ორგანიზება და თანადაფინანსება, რომ ლოკალურ კომპანიებმა შეძლონ ახალი ბიზნეს კავშირების ჩამოყალიბება, პოტენციური პარტნიორების გაცნობა და საექსპორტო ბაზრის მიხედვით დივერსიფიცირება.

  • სავაჭრო მისიების ორგანიზება - B2B შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება და თანადაფინანსება, რომ ქართულმა ექსპორტისკენ ორიენტირებულ,ა კომპანიებმა იპოვნოვ ახალი პარტნიორები და განავრცონ საკუთარი ბიზნესი საექსპორტო ბაზრის შესაბამისად.

  • ქართული კომპანიების უცხოელ მყიდველებთან დაკავშირება - დაინტერესებული საერთაშორისო მხარეთა მოთხოვნების მიხედვით, მათ სურვილებთან შესაფერისი ქართული კომპანიების მათთან დაკავშირება.

  • კომპანიების დარეგისტრირება სავაჭრო პლატფორმა www.tradewithgeorgia.com-ზე - პლატფორმის მიზანია ქართული პროდუქტებისა და სერვისების საერთაშორისო ბაზრისთვის წარდგენა და საერთაშორისო ბაზარზე ოპერირების ხელშეწყობა.

 

ექსპორტის განვითარება

  • ექსპორტისთვის საჭირო პროცედურების ინფორმაციაზე წვდომა - საექპორტო პროცედურების აღწერა, საექსპორტო ინფორმაციის, დოკუმენტებისა და სერტიფიკატების მიწოდება.

  • უცხო ბაზრის მომხმარებელთა ტარიფების ინფორმაციაზე წვდომა - ქართველი მწარმოებლებისთვის არჩეული უცხო ბაზრის ტარიფების იდენტიფიცირება.

  • განათლება - კურსის დანიშნებაა ქართული ექსპორტისკენ ორიენტირებული კომპანიების თანამშრომლების პროფესიონალური შესაძლებლობებისა და ცოდნის გაზრდა.

  • EEN (Enterprise Europe Networks) - ქსელი ეხმარება პატარა და საშუალო ბიზნესის მწარმოებლებს საერთაშორისო ზრდასა და ინოვაციებში. ეს არის მსოფლიოს ყველაზე დიდი დამხმარე ქსელი პატარა და საშუალო, საერთაშორისო ამბიციების მქონე ბიზნეს მწარმოებლებისთვის.

 

აპლკაციები მიიღება tradewithgeorgia.com-ზე.

to-top